ქართველებს დასცინიან,
ღვინის სმა რომ იციან,
იმას კი არ ამბობენ
ამას რისთვის სჩადიან,
თუ გაქვთ წარმოდგენილი
დილით შემოტანილი,
პატარძლის დაკრეფილი
კიტრები და მწვანილი.
მის: ჯან აია ჯან აია
უღვინოთა ცხოვრება,
აბა ვის ეკადრება,
ღვინო არის სიცოცხლე
ჩვენი ავლადიდება.
ძმებო როცა მოვკვდები,
ნუ ჩამდებთ კუბოშია,
სუყველას გევედრებით
ჩამდეთ ტიკჭორაშია.
მის: ჯან აია ჯან აია
თუ მწვადების მაგივრად
მომიტანეთ ვარდები,
იცოდეთ გავგიჟდები
წყალში გადავვარდები.
იქით პოლკა მაზურკა,
აქეთ ტანცი მანცები,
სუფრაზე რომ დაჯდები
როგორ გაიპრანჭები,
მის: ჯან აია ჯან აია
მის: ჯან აია ჯან აია