შენი გულის ძგერა მესმის, მთაწმინდიდან შენთან ერთად ვმაღლდები,
ვიცი როგორ ჩურჩულებენ, შენი თბილი სახლები
შენი ძველი ქუჩები და, შენი ედემ ბაღები,
შენ ისეთი ლამაზი ხარ, ავ თვალს არ ენახვები.
მისამღერი:
ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც, მე სულ არა მინდა რა.
ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად, კარგად ვიცი რა ქარცეცხლში გივლია,
ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს, რომ არ დაგიჩივლია,
შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს, თამარი და ილია,
შენით ცოცხლობს ყველა ვინც კი, შენი გამოზრდილია.
მისამღერი:
ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც, მე სულ არა მინდა რა.