Zura chinchaladze Shen patara xashuro Ожидает модерации

00:00 / 03:26
Loading
Скачать
0
440
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Тип: мастер
Свойства файла: 7,8 Мб 320 кбит/с
Загружено: ვასკა ვასკა @ 28.06.23
ვასო ზაქარიაძე +995558602960 https://www.facebook.com/profile.php?id=1000094936.... ????Arrangement / https://we.tl/t-p15mzFkX5g გამოიწერე არხი https://www.youtube.com/channel
Текст песни «Shen patara xashuro»
  
                                                    შენ პატარა ხაშურო
                                                                                           ლექსი თამაზ გველესიანის
ბორჯომსა და სურამს შორის
ასავალ-დასავალზე,
დგახარ როგორც ბურჯი მისი,
დღემდე გზა გასაყარზე.
ქვიშხეთუდან სააკაძის
მოდის ხმალის ჟღარუნი,
გმირობის და თავდადების
გიდგას სული ქართული.
გადიყარე ღრუბელი და
მზე დაგნათის სხვაგვარი,
სიკეთის და გამარჯვების
წლები განვლე მრავალი.
                            მისამღერი:   მთით ნაბერი სუსხი გმოსავს,
და ხარ გრილი სავანე,
ხაშურო და ხაშურლებო,
გლოცავთ, თქვენ გენაცვალეთ.
ჩვენო დიდო სიამაყევ,
სანდომო და საშურო,
როგორც მთვარეს ისე გვავსებ,
სიყვარულით ხაშურო.
წიფის გვირაბს შენთან მოყავს
ყველა მატარებელი,
ყველა სტუმრის მიმღები ხარ
ყველას გავცილებელი.
რკინიგზელთა სიამაყევ,
შენ პატარა ხაშურო,
ნაღდ ქართველთა მშობელი ხარ,
ბევრისთვის შესაშურო.
გადებული ხარ შენ ხიდი
სიყვარულით სავალი,
დასავლეთს და აღმოსავლეთს
შორის შუამავალი
მიყვარს გზის პირზე ნაყიდი
შენი ნაზუქი ტკბილი
მის გამომცხვარ ქალბატონებს
დაელოცოთ მანდილი.
ღვინო მიყვარს შენი შავი,
დირბულა და ძველშავი,
ქეიფში და მოლხენაში,
ვერ გჯობიათ ვერავინ.
Текст добавлен: ვასკა ვასკა