ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება
მთვარის შუქი უხმოს მიდის ზართან
ფიქრი ჩემი მონატრებას ელოდება
და ჩურჩულით მე ვსაუბრობ
ქართან
ცხოვრებამაც სიზმარივით ჩამიქროლა
და ბავშობის წლებიც სადღაც გაქრა
ყველაფერი სიყმაწვილეს გავატანე
ჩემი ტკბილი მოგონების გარდა
---მის---
იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და წარსულში აცრემლდება დარდად
სოფლის თავზე მე არავინ მელოდება
დედაჩემის სასაფლაოს გარდა
მახსენდება დედის დიდი სიხარული
სკოლაში რომ მაცილებდა ლაღად
ერთიბეწო სასაცილო მივდიოდი
ძლივს მიმქონდა წიგნით სავსე ჩანთა
---მის---
---პროიგრიში---2X
---მის---