ჩიტო გვრიტო
მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი.
მე რა მამღერებს, ფოთლების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი.
მისამღერი:
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და... \ 2-ჯერ
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და... /
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლა, ჩიტების სტვენა,
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა,
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი.
მისამღერი
მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი.
მე რა მამღერებს, ფოთლების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი.