მე რა მამღერებს უძირო ზეცა ზამბახის მტვერი,
თუ მილხინს ვმღერი თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი,
მე რა მამღერებს ვარდევის სუნთქვა ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს ჰოდა მეც ვმღერი.
მის : ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,
ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,
ჩემი სიმღერა ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა,
როცა ვმღერივარ შორიდა მათბობს ჩემი ბავშვობა,
როცა ვმღერივარ მე ჩემს მომავალს სიბერეს ვხედავ,
დაუკითხავად გულში შემოდის ფარული სევდა.
მის : ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,
ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს ჩიტების სტვენა,
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა,
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო ამაზე მეტი....
მის : ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,
ჩიტი გვრიტო ჩიტო მარგალიტო და,