ჭინჭილა
ყველას ხიბლავ იმერეთო,შემოგევლე ჭირიმეთი
მიკვანწული მოკვანწულით,შენი დილილ-დილილმეთი
მის
გევიცანი ერთი გოგო,ტაწერწეტა კოპწიაო
კოცნა რავარც დოუპირე,ქოჩორში მწვდა მომწიაო
მის
ღობე-ყორეს ვეხუტები,ღვინით ჩაბუჟბუჟებული
რაიქნება შენთან ვიყო,ჩაფსკვნილ-ჩამარყუჟებული
მის
ერთს გთხოვ ცოლად გამომყევი,კაცხის სვეტზე ვიფსკვნათ ჯვარი
სიგიჟემდე შემიყვარდი,არ გამაგონო უარი
მის
ისეთ ქორწილს გავაჩაღებ,რა მჭირს სხვისი შესაშური
პურმარილი არ მაკლია,კრახუნა და ბუდეშური
მის
ყველა სტუმარს კარს გოუღებ,ციცქას ვასმევ ჭინჭილითა
ოღრო-ჩოღროს მოვატარე,ღიღინღიღინ ჭიკჭიკითა
მის