წუხელ თოვდა ჩამეძინა შენზე ფიქრში
და თვალებზე ცრემლი ობლად დამდენია
გამეღვიძა ვთქვი ბავშური გაოცებით ფანტელები რამდენია
დილით დედამ მომილოცა თეთრი ღამე
მეც განთიადს მივულოცე თოვლის მოსვლა
ნეტავ კარგო რად არ გაჩნდი ჩემს ოთახში
ფანტელების მოსალოცად
ხელის გულებს ვუწვდი ზეცას შევედრებით
მოფრინავან და ბაგეზე მადნებიან
ფიფქი თოვლის ისე ნაზად მეფერება
თითქოს შენი ალერსია