გაზაფხულის მერცხალი ხარ სულის სინაზე;
სიყვარულით მომღერალი ყოველ ენაზე;
ალვის ტოტზე აჭიკჭიკდი ვარდს და იაზე;
ატამსაც ააყვავილებ მტრების ჯინაზე.
დაა..
მოდი გაზაფხულო, მოდი სიყვარულო
გულჩაკვარახჭინებულო
მოდი გინატრე.
დაა..
მოდი გაზაფხულო, მოდი სიყვარულო
გულჩაკვარახჭინებულო
მოდი გინატრე.
წამიყვანე და შენ გაკვალულ გზებით მატარე;
და თბილისის ყველა ქუჩა შემომატარე.
წამიყვანე და შენ გაკვალულ გზებით მატარე;
და თბილისის ყველა ქუჩა შემომატარე.
მოდი მოდი ვარდების კონავ,
გამახარე ჩემო გოგონავ.
მოდი მოდი ვარდების კონავ,
გამახარე ჩემო გოგონავ.
სადა ხარ ახლა ღამის ბინდში რომ იმოსები,
შენ გიმღერიან ეს ნარგიზები და მიმოზები,
სადა ხარ ახლა ჩემო პატარა, ჩემო მანანა,
ჩემო გულის ვარდო, ჩემო პატარავ.
სადა ხარ ახლა ჩემო პატარა, ჩემო მანანა,
ჩემო გულის ვარდო, ჩემო პატარავ.
მოდი მოდი ვარდების კონავ,
გამახარე ჩემო გოგონავ.
მოდი მოდი ვარდების კონავ,
გამახარე ჩემო გოგონავ.
მოდი გაზაფხულო, მოდი სიყვარულო
გულჩაკვარახჭინებულო
მოდი გინატრე.
დაა..
მოდი გაზაფხულო, მოდი სიყვარულო
გულჩაკვარახჭინებულო,
თვალზე ცრემლ მოკიდებულო
მოდი გინატრე...
მოდი გინატრე...
მოდი გინატრე...