ამ სიმღერას მოგიმღერებ ლხინითა, მეგობრობას ვინც კი ძლიერ აფასებს.
გულიანად ვადღეგრძელოთ ღვინითა, გაუმარჯოს უღალატო ძმაკაცებს.
ცხოვრებაში მუდამ სწორად გვივლია, ერთმანეთს ხომპატივს ვცემდით ყოველთვის.
წუთისოფლის გზა არც ისე დიდია, არ შეგვრცხვება ძმებო უკან მოხედვის.
2{სიყვარულის მეტი რა დაგვრჩენია, ერთად ვიყოთ მანამ ჩვენი გული ძგერს.
დაკარგვა ადვილია პოვნა ძნელია, გაუმარჯოს ნამდვილ მეგობრებს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერთგულება არის სწორედ ის გრძნობა,მეგობარი ლხინშიც უნდა გახსოვდეს.
მაგრამ უფრო ნაღდი არის ის გრძნობა,განსაცდელში მარტო რომ არ დაგტოვებს.
ჩამოასხით მეგობრობის დავლიოთ,ვადღეგრძელოთ ყველა ვინც კი ჩვენია.
ეს ცხოვერება ლხინში უნდა გავლიოთ,აბა ძმებო მეტი რა დაგვრჩენია.
2{სიყვარულის მეტი რა დაგვრჩენია, ერთად ვიყოთ მანამ ჩვენი გული ძგერს.
დაკარგვა ადვილია პოვნა ძნელია, გაუმარჯოს ნამდვილ მეგობრებს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------