1. რატომღაც რაღაცა
გვრჩება მუდამ უთქმელი,
გულს მუდამ
რაღაცის რიდი აქვს
ვმალავთ და განვიცდით,
მაგრამ დრო კი არ იცდის,
დღეები მიდიან, მიდიან....
- მიდიან, თან მიაქვთ,
რაც კი გვქონდა სათქმელი,
რაც გულში ხატებად გვინთია...
მე ისევ დაგიცდი,
მაგრამ დრო კი არ იცდის
დღეები მიდიან, მიდიან...
2. რატომღაც, რაღაცა
გვრჩება მუდამ უთქმელი,
ბინდია, ჩვენს შორის ბინდია...
გელი და განვიცდი
მაგრამ დრო კი არ იცდის
დღეები მიდიან, მიდიან...
- დრო ისე გაივლის
როგორც ღამის ზმანება
დადნება,][ როგორც სანთელი
ორივე ვინანებთ,
სიჩუმე რომ ვარჩიეთ
არა ვთქვით,
რაც გვქონდა სათქმელი
---...---...----...---
- მე ისევ დაგიცდი,
მაგრამ დრო კი არ იცდის
დღეები მიდიან,
მიდიან....