გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურია,
გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურიაა
შევხედე და ელდა მეცა განა სადმე ვიჩქარი
აგერ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო ჭიშკარი.
შენი გაღიმება ჩემი სიხარულიააა
რა ყოფილა გურიაააა
ხაჭაპური მომაწოდა და ღვინო დამალევინა,
ერთი ისე გამომხედა და სულიც დამალევინა
განა მართლა ღვინო მიყვარს ამერია გონება,
გოგოვ,ერთი მაკოცნინე და მამიშენის ცხონებას,
შენი გაღიმება ჩემი სიხარულიააა
რა ყოფილა გურიაააა
შენ ხარ ჩემი ცივი წყარო და ჩემი გულის მკურნალი,
წყაროს პირას ჩამოსული არ გამიშვა მწყურვალი,
მაგრამ გოგოს წყაროს წყალზე უფრო ცივი გული აქვს,
წვეთიც არ დამალევინა და რა ყოფილა გურია,
შენი გაღიმება ჩემი სიხარულიააააააა
რაყოფილა გურიაააააა 🇬🇪❤️