1. ავადა ვარ ავადა
მოდი სანახავადა
შავ თვალებავ შენი ჭირიმე!
ავადა ვარ ავადა
მოდი სანახავადა
მაგ თვალების ჭირიმე!...
თუ არ მოხვალ, არ მნახავ
დამრჩები პირშავადა
ჭირიმე შენი ჭირიმე.
თუ არ მოხვალ, - მოვკვდები
დამრჩები პირშავადა
ჭირიმე შენი ჭირიმე.
...---...---...---...---...---...
...---...---...---...---...---...
2. აბრეშუმის კალათა
ბიჭო გახდი ავადა
შავთვალებავ შენი ჭირიმე
აბრეშუმის კალათა
ბიჭო გახდი ავადა
მაგ თვალების ჭირიმე!...
აქიმობას დავიბრალებ
მოვალ სანახავადა
ჭირიმე შენი ჭირი მე
აქიმობას დავიბრალებ
მოვალ სანახავადა
ჭირიმე შენი ჭირი მე
...---...---...---...---...---...
...---...---...---...---...---...
3. სიყვარულმა გული დამწვა
სილამაზემ თვალები
ჩემო ბიჭო გენაცვალები
სიყვარულმა გული დამწვა
გამიჩინა დარდები!
ჩემო ბიჭო გენაცვალები
ქუჩა ქუჩა დავდივარ
რატომ არ გებრალები
ჭირიმე შენი ჭირიმე
ქუჩა ქუჩა დავდივარ
რატომ არ გებრალები
ჭირიმე შენი ჭირიმე