1.თვალებს გიკოცნიდნენ ცეცხლთან წვიმის ცვარნი
ვუმზერდი და ჰოი, ჰოი როგორ მშურდა
არყით ნამთვრალევზე მღერით ღამეს ვტეხდით
ნამიან ბეჭებსაც შენი სითფო სურდა
2.როგორ მიხდებოდი მთიულს შენ და ღამე
გინდაც ეგ თითები სიმებთან ნაცეკვი
ეგ ხმა გაფანტული ფანდურთან ნარევი
ღამე გატეხილი სწორფერებთან ცეკვით
3.მეც შემოგიმღერე გულის გულთან ყოფნის
შენაც უნებურად ჩემსკენ მოიწიე
ღიმილ ნარევებმა არყით სავსე ჭიქა
მთებისა იყოსო მაღლა ცას ავწიეთ
მთებისა იყოსო ზეცისკენ ავწიეთ
Modulacia
4.შენთან სიახლოვე როგორ მწყუროდა და
ალბათ გულმაც გიგრძნო მხარზედ მომეკარი
ძალიან ცივაო თავი იმართლე და
უფრო ჩამეხუტე უფრო ჩამეკარი
5.მერე გარიჟრაჟზე კიდეც ჩაგეძინა
და მხოლოდ ფიქრებში ეგ ტუჩები ვკოცნე
ბაგე მომიწიე ძილში ისე ახლოს
მაგრამ მორიდებით შუბლი დაგიკოცნე
S o l o
6.განა არ მინდოდა თავს ძლივს მოვერიე
გულმაც რამდენჯერმე უკვე, საყვედურით გამავსო
არც შენ არ გეძინა გაგყიდა ღიმილმა
მერე ნაბახუსევს რომარ დაგემორცხვა
გულო შარისთავი, გულო შარისთავი არ მაქვსო