შენმა სურვილმა დამლია
შენზედ ფიქრმა და სევდამა
შორს წასვლამ ხშირად გაყრამა
გულის თვალებით ხედვამა
ცაზედ მოდიან წერონი
მწკრივად და ჯარის ჯარადა
ვერ ვნახე თვალთა დივლებო
ცრემლი ჩამომდის ღვარადა
შენ ჩემს გულს ვეღარ მოიგებ
ჩემი სათქმელიც ეს არის
გადამაგდე და დამკარგე
როგორც ჩერქეზმა ისარი