გულო ნუ გაჩუმდები.
ერთი ქუჩა მაჩუქე ღმერთო სახეტიალოდ ,
რწმენის წუთებს ვაჩუქებ, ხელს რად მიშლი ტიალო ,
გული გებრძვის დაუდე მას ვერ გაუმკლავდები ,
გულო ჩადექ საგულეს ქარო ჩადექ ქარეთში ,
მის ;
გულო ნუ გაჩუმდები შენი ხვედრი სხვა არი
ახლა კმარა დუმილი გამოიდარე და განათდი,
გულო თუ ამღერდები ,ისევ უნდა იმღერო ,
გატეხილი რწმენა და ყველა იმედი გამიმრთელო.
ერთი სხივი მაჩუქე , მზეო სულის აისო ,
რომ ეს გული დამზრალი , შენი ისრით გავითბო ,
ერთი სუნთქვა მაჩუქე ,ღმერთო მტანჯავს ვერ თქმული ,
ერთ სიმღერას გიმღერებს , გული შენი ერთგული.
მის ;
( 2 ) გულო ნუ გაჩუმდები , შენი ხვედრი სხვა არი ,
ახლა კმარა დუმილი , გამოიდარე და განათდი ,
================================
გულო თუ ამღერდები ,ისევ უნდა იმღერო ,
გატეხილი რწმენა და ყველა იმედი გამიმრთელო.