დედაზე /რა უცნაურ/
1.
რა უცნაურ სიზმრებს ვხედავ, გულში ისევ მიკრავს დედა,
მელოდება, მეფერება დედა.
სანთლად ჩნდება მისი სევდა, უკვდავების წამლად დნება,
დედა, დედა, დედა.
2.
რა უცნაურ სიზმრებს ვხედავ, გულში ისევ მიკრავს დედა,
ჩემთან ლაპარაკი უნდა ისევ.
ჩემთან ყოფნა ენატრება, მე ვმღერი და დედაჩემი,
მისმენს, მისმენს, მისმენს
ღეფ-
ფეხაკრეფით მოდის დედა მარადის,
ჩემთან მოდის სხვასთან არსად არ დადის.
ისევ ჩემი დარდით დარდობს, არ დამტოვებს დედა მარტო,
დედა, დედა, დედა.
3.
დედის გული არ მშვიდდება, არაფერი ავიწყდება,
არ მშორდება, არ მცილდება დედა,
სანთლად ჩნდება მისი სევდა, უკვდავების წამლად დნება,
დედა, დედა, დედა.
4.რა უცნაურ სიზმრებს ვხედავ,
ცას ღვთისმშობლის ცრემლი წყდება.
სული წმინდა დაფარფატებს დედა.
არაფერი შეედრება, შენს სიყვარულს ჩემო დედა,
დედა, დედა, დედა.
ღეფ-