პატარე გოგო დამეკარგა
პატარა გოგო დამეკარგა
წითელ პერანგა
ან ავლილი ან ჩავლილი
ხომ არ გინახავთ
ნაჭერ ნაჭერ ღრუბლი მოდის
მაღლა ციდანა
ის დავკარგე ვინაც მყავდა
ვინაც მიყვარდა
ვტირი დღე და ვტირი ღამე
ცრემლი მდენია
პატარა გოგოს სიყვარული
ოხ რა ძნელია
ვაიმე ჩემო ანგელოზო
ჩემო მშვენება
პატარა გოგო დამეკარგა
რა მეშველება
თვრამეტი წლის ჯეირანო
ფრთები გაშალე
გადმოფრინდი ჩემს საფლავზე
ცრემლი დაღვარე