ჩემო თვალ ნათელო ჩემო სანატრელო
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი
ყოფილა ოპიზრები გასაშტერებელი
ყოფილა მოდრეკილი ყოფილა ცურტაველი
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი
/ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო/2X
მაგრამ უცაბედათ მატლი არეულა
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ
სპარსეთს და ოსმალებს შუაზე გაუყვია
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა
იყალთო დაკეტილა გელათი დანგრეულა
დაკეტილა,, დანგრეულა,,
ჩემო თვალ ნათელო ჩემო ფრთანათელო
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო