1.ამიხსენი რა ძალა გაქვს ჯადოსნური, ნოსტალგიის რა სენით ვარ სნეული,
ან მომარჩენს თბილი სიო თბილისური, ან არა და მომკლავს დარდი წყეული.
2.მენატრება შენს ქუჩებში სიარული, მესიზმრება სოლოლაკი-დიდუბე,
რუსთაველზე ბეღურების ჟრიამული, მთაწმინდაზე უჩვეულო სიჩუმე. ….
მის: მენატრები დედასავით მენატრები,
მიჯნურივით ნატრული ვარ შენი ხილვით,
ღმერთო ისე ნუ გამწირავ გევედრები,
ერთხელ რომ არ ჩამახუტო დედა-თბილისს.
3.ვინ დატია ერთ პატარა ხელის გულზე, ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი.
ქალაქები მრავლად არის მიწის გულზე, მაგრამ შენ ვერ შეგედრება ვერც ერთი.
4.შენთან ყოფნას ვინატრებდი, აბა ისე, როგორ გავძლო, ანდა როგორ ვიხარო,
დავიბადე თბილისური ლურჯი ცის ქვეშ, მოვკვდები და მისი მიწა მეყაროს.
მისამღერი: *********სახ-სოლო********მისამღერი********