ისევ გელიან
უსასრულო სევდა გულში მეპარება,
დავეძებ და ვერ ვპოულობ შენსკენ სავალ გზებს
მიფრინავენ წლები თითქოს ვით ნისლები
თოვლის ფანტელივით ხელზე მადნება
ისევ მენატრები მაგრამ ვეღარ გხვდები
გულის დარდებს რით უშველო რით
იმ ვარდისფერ დღეებს განშორების წუთებს
დაღლილ თვალებს ისევ ისე რომ გელის
მისამღერი;
უშენოდ რა ძნელია ვხედავ რომ გზებიც ამერია
ეს წლებიც ჩამელია მარტო უშენოდ
თურმე სხვასაც უმღერია დრო კი სევდას მიაქვს
შენგან ნაჩუქარ სურათს ვეფერები
ვიცი ყველაფერი რჩება მოგონებად
გულის დარდებს სხვას მიანდობ შენც
სიტყვა გაცვეთილი გული გატეხილი
ეს იმედიც ვაი თუ სადღაც გაქრება
ეხლა მონატრება ალბათ გამაწამებს
და გრძნობებიც შეიცვლიან ფერს
სევდიანი ღამეც დამიხუჭავს თვალებს
ალბათ შენზე სიზმრებს დაველოდები
მისამღერი;
უშენოდ რა ძნელია ვხედავ რომ გზებიც ამერია
ეს წლებიც ჩამელია მარტო უშენოდ
თურმე სხვასაც უმღერია დრო კი სევდას მიაქვს
შენგან ნაჩუქარ სურათს ვეფერები
Mმუს; ზ; ჩინჩალაძე,
თექსტი; დ; გიგინეიშვილი,.