პავლეს სიმღერა
წუთი სოფლის სტუმრები ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება
თუ ერთმანეთს არ ვახარებთ
ამის მეტი რა დაგვრჩება
არ მიყვარს არა არ მიყვარს
კაცი ორ პირი ცბიერი
არ შევჭამ იმის პურს არა
თუგინდ ვკვდებოდე მშიერი
ჩვენთან ქრისტე ბუდობს ანგელოზი ჟამობს
ცოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს
გაუმარჯოს პავლესა დაისხამს და დალევსა
როცა სუფრას გამიშლიან მოვეგები გუნებასა
ჭიქა ღვინო მირჩევნია ასი თუმნის ქონებასა
არ გავცემ ხმასა ხარბ კაცსა
არ გაიღვიძოს მძინარემ
არც იმის ხიდზე გავივლი
რომ არ წამიღოს მდინარემ
ჩვენთან ქრისტე ბუდობს ანგელოზი ჟამობს
ცოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს
გაუმარჯოს პავლესა დაისხამს და დალევსა
სანთლის გუთანს გავაკეთებ
შიგ შევაბამ უღელ თევზსსა
ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ
ზღვაში ვიმკი სარჩოს ჩემსა
არ მიყვარს არა არ მიყვარს
კაცი ორ პირი ცბიერი
არ შევჭამ იმის პურს არა
თუგინდ ვკვდებოდე მშიერი
ჩვენთან ქრისტე ბუდობს Aანგელოზი ჟამობს
ცოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს
გაუმარჯოს პავლესა დაისხამს და დალევსა
როცა სუფრას გამიშლიან მოვეგები გუნებასა
ჭიქა ღვინო მირჩევნია ასი თუმნის ქონებასა
არ გავცემ ხმასა ხარბ კაცსა
არ გაიღვიძოს მძინარემ
არც იმის ხიდზე გავივლი
რომ არ წამიღოს მდინარემ
ჩვენთან ქრისტე ბუდობს Aნგელოზი ჟამობს
ცოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს
გაუმარჯოს პავლესა დაისხამს და დალევსა