დუქნამდე თუ მივედი არაფერი მადარდებს,
ამ მთავრობის იმედით მტერი იყოს ხვალამდე.
_ დირიმ რა, დირიმ --------------------------
ქართველს არ სცნობს ქართველი,
ხმას არავინ არ იღებს,
ეხლა თუ არ დავთვერი
მერე დარდი წამიღებს.
_ დირიმ რა, დირიმ --------------------------
აირია ქვეყანა, ცრემლი დასდის ღვთისმშობელს,
ღმერთმა ერთად შეგვყარა,
რატომ დავშორიშორდეთ.
_ დირიმ რა, დირიმ --------------------------