შმაგი მეძმარიაშვილი - მეგობარო
კომპოზიტორი: ნონა მულაძე
ლექსის ავტორი: ინგა ლონდარიძე
არანჟირება: აჩი ოშხერელი
მეგობრობის ხიდი ყველგან აგიგია,
სადაც იყავ... გაგივლია გზა მართალი,
კარი ფართოდ სიყვარულით გაგიღია
და სიკეთე იყო შენი თანამგზავრი.
მის
მაგრამ სიკვდილს, თურმე მახე დაუგია,
მუხანათი წუთისოფლის წესი არის,
მეგობარო! ჩემი გულიც წაგიღია,
გვიანია, სად ვეძებო სამართალი.
2--------
ალალ-მართალს ეს ცხოვრება გაგივლია,
ვაჟკაცობის დაგრჩენია არსად ვალი,
გაცემული არასოდეს დაგითვლია,
და კაცობის გიტოვია ყველგან კვალი.
მის
მაგრამ სიკვდილს, თურმე მახე დაუგია,
მუხანათი წუთისოფლის წესი არის,
მეგობარო! ჩემი გულიც წაგიღია,
გვიანია, სად ვეძებო სამართალი.
3------
გიხსენებ და... გიხსენებ და... დარდით მივალ,
რომ შევაღო სალოცავად ტაძრის კარი,
მეგობარო! დიდი სევgდა ,ტკივილი ხარ
სანთლებს ვანთებ შენი წმინდა სულისათვის.