ძველი თბილისი
ძველი თბილისი, ისევ მიგონებს,
ნისლივით ჩნდება დარდი,
ერთ დროს პირველი, მეფაიტონე,
ქუჩაში ფეხით დადის,
ძნელი ყოფილა, თურმე სიბერე,
გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს,
გაყიდულ არღანს ვტირი.
ფანჯარაში მტრედია, ნეტა ვისი ბედია,
არ მომიკლათ გენაცვა, ჩემი საყვარელია
მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ,
რაღაც მინდოდა მეთქვა,
ვიხსენებ, მაგრამ, ვერ გავიხსენე,
რისთვის მოვედი თქვენთან,
არც ფაეტონი, აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვი,
სად მიმაქროლებს, ჭენებ-ჭენებით,
წუთისოფლის ეტლი.
მისს: იგივე
მივდივარ ძნელი, ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს,
უკანასკნელი, სიმღერის ფასად,
უკანასკნელად დავლევ,
მივდივარ მიმაქვს, ჩემსავით ძველი,
დარდის გუდურა ტკბილი,
უკანასკნელი, ყარაჩოღელი,
ემშვიდობება თბილისს.
მისს: იგივე