აღმაშენებელი .
აღმაშენებელი თბილის მობრძანდება , ყალყზე შემდგარი რაშით ,
გული გაიმაგრე გული გაიმაგრე , გული გაიმაგრე დავით ,
რა დაგვიტოვე და რას გახვედრებ რით მოვიწონო თავი ,
ვერ ვიდავითეთ ვერ ვითამარეთ ვერ ვიდიდგორეთ დავით .
მიწა გაგვიყიდეს ხორცი დაგვიფლითეს გული ამოგვგლიჯეს ტანჯვით ,
გარეჯს გვიფეთქებენ რუსთველს გვიგინებენ ,სულში გვაფურთხებენ დავით ,
ვერ დავიცავით შენი საქრთველო , ვერ მოუფრთხილდით წამით ,
ხმალი დაგვიჟანგდა სისხლი გაგვიწყალდა , დავპატარავდით დავით ,
მტერმაც გვლეწა და ერთურთიც ვლეწეთ , ვლეწეთ დღისით და ღამით ,
ტაოს მივტირით ჰერეთს მივტირით , სამცხეს მივტირით დავით ,
კვნესის საქაღთველო შენი საქართველო გულში დაჭრილია ხარი ,
მუხლი მაგარი აქვს არ დაიჩოქებს , ნუ გეშინია დავით .
ბეკ – ვოკალი .
თბილისი მაინც ისევ თბილისობს გელათი ისევ ყვავის ,
იბადებიან დღესაც მერცხლები , სადიდგორენი დავით .
პაუზა ;
აღმაშენებელო თბილის ჩამობრძანდი , თეთრი გიორგის მადლით,
მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო , მუმლი მუხასაო დავით.
ბეკ – ვოკალი ;
მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო დავით.