ვერ გამიხსენებ ახლა ფიქრებში ხარ გართული
რა დაგრჩენია ნეტავ ამ ცარიელ სადგურში
ახლა გავხარ ძვირფასო შეციებულ ჩიტუნიას
მე კი შენი კოცნა და მოფერება ძლიერ მინდა
რად შეგვახვედრა ღმერთმა უკაცრიელ სადგურში
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს ვერ გაგიმხელ როგორ მიყვარხარ
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს მიხვდები რომ მიყვარხარ
****************************
რად დაგიხრია თავი თვალებს რატომ მარიდებ
ნუ გეშინია ჩემი გულში ავს არ გავივლებ
თმებში იის სურნელი და იანვრის სუსხი გიკრთის
გაყინული თითებით მოთმინებით ისევ იცდი
მე შენ გნატრულობ შენ კი ვისზე ფიქრობ ვინ იცის
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს ვერ გაგიმხელ როგორ მიყვარხარ
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს მიხვდები რომ მიყვარხარ
*****************************
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს ვერ გაგიმხელ როგორ მიყვარხარ
თამუნა თამუნია ჩემო ჩიტო ჩიტუნია
ვერასდროს მიხვდები რომ მიყვარხარ