თბილისელ კაცს თბილისურად
იყვარს შენი უბნები
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო
Mარტო შენ გეუბნები
Gოგოლევის ქუჩელი ვარ
ტკვარზე ფეხით გავდივარ
Gაუქმებულ აივნების
სიმღერა და დარდი ვარ
მის:
მოვკვდე როცა გაგცვალო
ჩავქრე როგორც სანთელი
Yველა შენ გენაცვალოს
ერთგული Yმის სახელით
ყველა მთაწმინდელი და
ყველა სოლოლაკელი
დიღმელი და წყნეთელი
ვერელი და ვაკელი
ერთადერთო ჩემო ღმერთო ჩემო თბილისო
ერთადერთო ჩემო ღმერთო თბილის ქალაქო
სიზმრად ვნახე ძველი რიყე
ჩუქურთმოვან მტევნებით
ძველი ავლაბრელები და
ძველი ხარფუხელები
სიჭაბუკე მიბრუნდება
ლახტის წრეში ვიჭრები
სადარიან შენი ყოჩი
ქამრიანი ბიჭები
მის:
მოვკვდე როცა გაგცვალო
ჩავქრე როგორც სანთელი
Yველა შენ გენაცვალოს
ერთგული ყმის სახელით
ყველა ნახალოვკელი
და სვანეთის უბნელი
ამაყი და თავნება
ჭკვიანი და სულელი
ერთადერთო ჩემო ღმერთო ჩემო თბილისო
ერთადერთო ჩემო ღმერთო თბილის ქალაქო
თბილის ქალაქო!!!!
თბილის ქალაქო!!!!