ქალაქი იყო ერთ დროს დედამიწაზე
უცოდველი , კეთილი ხალხით სავსე
და ყველა ფიქრობდა ქალაქში მხოლოდ იმაზე
როგორ ვიყოთო კეთილი სხვაზე
ადამიანს მხოლოდ ცოდვები ამძიმებს
სიკეთე ხომ სიბნელეშიც ენთება
ამიტომ ქალაქის ყველა ბინადარი ცაში
ვარსკვლავებად აიტაცეს ღმერთებმა
მის: ვარსკვლავები ყოველ ღამე ჩნდებიან
ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ წყდებიან
მიწაზე თუ ვინმე შესცოდავს
და სხვის ცოდვებს ეწირებიან
ქალაქი იყო ერთ დროს დედამიწაზე
კეთილთა და უცოდველთა სამეფო
და ჩვენც მათსავით ვიფიქროთ
მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეზე
რომ ზეცაში ვარსკვლავებად ავენთოდ
მის:----------------------------------------