მე თბილისის უბნებში ბევრი ძმები მყავს
მათი კაცობის მჯერა მეგობრობის მწამს
საქართველოს მარგალიტო თკბილო ქალაქო
მინდა გულში ჩაგიკრა და გელაპარაკო
_ ძმაკაცებს რომ ვესტუმრები ჩემი ყრმობის მეგობრებს
სევდა მოჯერებულები _ მარტო არ დამტოვებენ
აი ასე მოვდივართ მთელი ცხოვრება
თბილისისთვის ეს არის მთელი ქონება
ჩვენი ძმობის მიზეზი სიყვარულია
და ეს გრძნობა მრავალგზის გასინჯულია.
გენაცვალოთ შემოგევლოთ ბუბა ბიძია
მე უთქვენოთ სიცოცხლე არ შემიძლია.
_გაგიმარჯოთ თენგიზებო, თამაზებო, მალხაზებო
თითქოს ხანში შესულებო ჭაღარა ვაჟკაცებო
აი ასე დავდივართ მთელი ცხოვრება
თბილისისთვის ეს არის მთელი ქონება.
ეს თბილისის სიყვარული გასინჯულია
ქალაქი და ქალაქელი ერთი გულია
ყველას ერთად გეფერებით თბილისელებო
ჩემო დებო, ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო
_ მეც ხომ თქვენთვის ამდენს ვმღერი
M მინდა იყოთ ბედნიერი
თბილისი და თბილისელები
კიდევ ერთი 10 წელი
აი ასე მოვდივართ მთელი ცხოვრება,
თბილისისთვის ეს არის მთელი ქონება.