მე ვარ პეპო 63
მე ვარ პეპო პეპო ბიჭი
ღვინოშია ჩემი ნიჭი
პურმარილში ქებული ვარ
ყველას უყვარს პეპო ბიჭი
დილით ადრე ბადით ხელში
სათევზაოთ მივალ მტკვარზე
ვენაცვალე ჩემს ძმაბიჭებს
რომ ფიქრობენ მომავალზე
რომ გადვისვრი წყალში ბადეს
თითქოს ახლა დავიბადე
გაიშალე ჩემო ბადე
გაიშალე გამახარე
ბადე ჩემი ცხოვრებაა
თევზი ჩემი საზრდო არის
ვისვრი ბადეს თევზს დავიჭერ
გავახარებ ჩემს ძმაბიჭებს