რუსთველის ჭადრებს ვერცხლისფერ ჭადრებს,
ტაშისცემაზე გატრუნულ ჩიტებს,
ჩემი თბილისის საღამო ვანდე,
და მერე გული ვერ დავიმშვიდე.
და სიჭაბუკე აღმართებს მისდევს,
შავნაბადასთან ქოროღლის მთებით,
და ქორებივით გაფრენილ ხიდებს,
ოქროს თბილისი უჭირავთ ფრთებით.
ჩემი თვალები შენს თვალებს გვანან,
როგორც მეტეხთან მტკვარსა ჰგავს მტკვარი,
შენს სიმღერებში მზესავით ვდგავარ,
რომ თბილი გქონდეს ფუძე და კარი.
2
ნუ გაამტყუნებ ჩემს წუთისოფელს,
ისევ ჯობია შორიდან გნახო,
არ შემიძლია მე შენთან ყოფნა,
შენ მე დამღალე ლამაზო სახლო.
მეძახის შენი სინათლის ზღვარი,
როგორც მეუღლის მძიმე უღელი,
ვარ შენს უღელში შებმული ხარი,
და გრიგალებში ქედმოუხრელი.
ჩემი თვალები შენს თვალებს გვანან,
როგორც მეტეხთან მტკვარსა ჰგავს მტკვარი,
შენს სიმღერებში მზესავით ვდგავარ,
რომ თბილი გქონდეს ფუძე და კარი.
რუსთველის ჭადრებს ვერცხლისფერ ჭადრებს,
ტაშის ცემაზე გატრუნულ ჩიტებს,
ჩემი თბილისის საღამო ვანდე,
და მერე გული ვერ დავიმშვიდე...
და მერე გული ვერ დავიმშვიდე...