საცოდავი ბეღურა
იმ ზამთარში მე სოფლისთვის ნაბდის ქუდი მეხურა
მომიყვანეს მე საჩუქრად პაწაწინა ბეღურა
საცოდავი ბეღურა, როგორ შეციებულა
ფრთები ხომ არ მოუტეხავს, კაკანათი ეხურა.
მისამღერი:
ნუ ფრთხიალებ ჩემო ჩიტო არ დაგტოვებ უალერსოდ
გულ-გულო ჩიტის გულო გულო ჩადექ საგულესო
როცა ფრთები მოირჩინა ცაში შეკრა კამარა
გაფრინდა და დამტოვა ოცნებების ამარა
როცა შეკრა კამარა ფრთები ვეღარ დამალა
და შენთან გამოვატანე ოცნებების ამალა (ოცნებების ფრთამალა)
მისამღერი
მოდი მოდი მოდი მალე არ დამტოვო უალერსოდ
მოდი უთხარ ამ ჩემს გულსო გულო ჩადექ საგულესო
მისამღერი
ნუ ფრთხიალებ ჩემო ჩიტო (3-ჯერ).