ძმა ბიჭებში დაჩაგრული.
ძმა ბიჭებში დაჩაგრული ,
მე ვარ სიმონა დოლიძე ,
(2) ექვსი წელი შემისრულდა ,
არ მიძინია ლოგინზე .
უბედურად დადგა ჩემთვის ,
ათას ცხრას ჩვიდმეტი წელი ,
(2) იმედის ძაფი გამიწყდა ,
და სიკეთეს აღარ ველი ,.
უბედურად დავიბადე ,
უბედურად გავიზარდე ,
(2) რად არ დავწვი ის აკვანი ,
რომელშიაც გავიზარდე .