Lyrics
მე ოცნება შენთვის მინდა რად ბრაზობ ასე
მე ხომ მხოლოდ სიყვარული შემოგთავაზე
რომ იცოდე მე შენს მეტი არავინ მიყვარს
შენს გარეშე მე სიცოცხლე აბა რად მინდა
რად გაგიცან როცა იყო რომ მომიკალ გული
გაცნობიდან გულში დამრჩა შენი სიყვარული
მის
შენი სახელი ტაძრად ამიგია
შენი სიყვარული სანთლად ამინთია
შენთვის დავჩოქილვარ შენთვის მილოცნია
შენთვის ოცნებაშიც ბევრჯერ მიკოცნია
ქარი ჩადგა სიო მოქრის შავი ზღვიდან სიო
ტალღებს არხევს გულს მიგრილებს
შენზე დარდებს მიქრობს
ეს დარდები გულს რომ მიკლავს არ მშორდება არა
ღმერთო ჩემო ეს მითხარი ჩემგან როდის წავა
მისამღერი
შენი სახელი ტაძრად ამიგია
შენი სიყვარული სანთლად ამინთია
შენთვის დავჩოქილვარ შენთვის მილოცნია
შენთვის ოცნებაშიც ბევრჯერ მიკოცნია