))))))))))((((((((((
ნაწვიმარი ბაღი ნაზი ფერებით,
იასამანს ვკრეფდი სველი ხელებით
წვიმამ მითხრა ამდილით, მოსულაო აპრილი,
მოზღვავებულ ფიქრებს ვეღარ ვერევი
სველ ყვავილებს სხვა სურნელი ქონია,
სადღაც აქ ხარ მელოდები მგონია
ოღონდ ნუ დამივიწყებ, როცა მოგაგონდები,
იასამნის ბაღში დაგელოდები.
))))))))))((((((((((
უშენობის სევდითა ვარ დაღლილი,
ჯერ არ ვიცი რას მიმზადებს აპრილი
მე კი წვიმიან დილით დამდევს შენი აჩრდილი,
უშენობა არ ყოფილა ადვილი
))))))))))((((((((((
ვიცი შორს რომ არ წახვალ,
მაინც გნახავ დღეს თუ ხვალ
ჯერ არ ვიცი, რას მიმზადებს აპრილი.