მოდი ძმაო ერთი სუფრა გაშალე
ზედ დამიდე დოქით ღვინო კამკამა
მოხუცებულს მინდა ჩემი ქალაქი
ერთხელ კიდევ ფეხით შემომატარა.
მის - ეხ! სიბერე შემეპარა რაღა ვქნა -------------
თუმცა არა ცხრება გული აღარა ----------
მოხუცი ვარ მაგრამ მაინც ვღიღინებ -------
რას დამაკლებს თუ კი თმას მაქვს ჭაღარა ---
თუ მოვკვდები აღარ ვდარდობ ჭირიმე
ეს ცხოვრება ლხინში გამითევია
ვერ დაიტევს მტკვარი და ვერც რიონი
რაც ამ ქვეყნად ღვინო დამილევია.
მის - ჩამოასხით მადლი ვიგრძნო ღვინისა -----------
სანამ ვცოცხლობ მისი ცქერით ვხარობდე ----
თუ იქ მელის ჯოჯოხეთში ცეცხლზე წვა ----
აქ ქეიფი არის ჩემთვის სამოთხე ----------
სოლო
მის -------------------------------------------------