Грузинские (ქართული სიმღერები) Tania da galia минус №2

00:00 / 03:51
Loading
Скачать
0
692
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 3,5 Мб 128 кбит/с
Загружено: ვასკა ვასკა @ 06.09.19
გამოიწერე არხი https://www.youtube.com/channel/UCwQDCZup8WNiLaFBB... ვასილ ზაქარიაძე https://www.facebook.com/profile.php?id=1000094936... ????Arrangement /
Текст песни «Tania da galia»
  
ტანია და გალია .                          


ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია, 
მე და თქვენი განშორება გორბაჩოვის ბრალია. 
დაანგრია ერთად ძმობის მძლე კავშირი მზიური,
 დღეს მოსკოვში აღარ ფასობსსახე კავკასიური. 
თვითონ რანგით გაუტოლდა დედამიწის მმართველებს, 
სიყვარულის პოლიგონი გაგვიუქმა ქართველებს.


ვინ ოხერი იდარდებდა ცეკაზე და ტეკაზე, 
თქვენს გამო გვაქვს ნოსტალგია ყოფილ სსრ-კაზე, 
ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია, 
მზად ვარ დღესვე ჩავალაგო ჩემი ჩემოდანია, 
გადმოვფრინდე გავიხსენო ნეტარება ღვთიური, 
მაგრამ ვიცი შარს გადამყრის სახე კავკასიური.-----


ძველი გაქრა აღარა გვაქვს ის წყობა და ის წესი, 
დღეს ძალიან მოდაშია უცხო სიტყვა ბიზნესი, 
ბიზნესშიაც უცნაური ანარქია ტრიალებს, 
ყველა ძველი კომუნისტი ძველებურად გრიალებს, 
ჰოდა რაკი კომპარტია ისევ ისე ზეიმობს, 
ავდგები და შევეკვრები ძია პანტელეიმონს.


კომუნისტის თუ პირნათლად მოვიხადე ვალია, 
შემპირდა რომ დამიბრუნებს ტანიას და გალიას. 
მაგრამ ვიცი არჩევნებში არ გვეყოფა ძალები, 
ვიცი მხარს არ დაგვიჭერენ საქართველოს ქალები.
მაგრამ მაინც მჯობნის მჯობნი მაინც ჩვენი ქალია, 
მგონი დროა დავივიწყოთ ტანია და გალია.


ანდა მშიერს რაღად მინდა მათი ბროლის ტანია, 
საწოლამდე ზოგჯერ თავი ვეღარ მიმიტანია. 
ეხლა რუსებს დაჰყვებიან გოგოები შველივით, 
მე ძველი რუსივით ვცხოვრობ ეხლა ძველი ქართველი.
 Eეხლა ჯანდაბას, ჩვენ ამაზე მეტიც აგვიტანია, 
ერთმანეთის დახმარებით თავი გაგვიტანია. 
ტანიასაც შეველევი, შეველევი გალიას, 
ოღონდ ვნახო ბედნიერი ჩემი მიწა-წყალია.
Текст добавлен: ვასკა ვასკა