Грузинские (несортированное) Totebidan mocivian farfatit минус

00:00 / 04:39
Loading
Скачать
0
3289
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 10,6 Мб 320 кбит/с
Загружено: mekoko60 @ 05.11.15
Текст песни «Totebidan mocivian farfatit»
  
ტოტებიდან მოსცვივიან ფარფატით
ყვავილები როგორც თოვლის ფიფქები
დაგეხვევა ფაფუკ თმებზე,  მკერდზე - გიშრის წამწამებზე
როგორც ჩემი ოცნება და ფიქრები
და ეს ეშხი, მიწის ეშხი, არ ჩადგება არაფერში
სანამ ჩემი, მხოლოდ ჩემი იქნები

გაზაფხულის შუქს მივყვებით მადლიანს
ირგვლივ თითქოს კელაპტრები ანთია
რა თბილია სხივი ნათელი მზის
რა წმინდაა ცქერა ლურჯთვალა ცის

სიხარულით გული ძგერას უმატებს
როგორ გაძლებს ისე რომ არ უყვარდეს
და სიყვარულს არ უმღეროს დიდება
სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება

მთაწმინდაზე ბილიკს ისე მივყვები
თითქოს გზაა სამოთხისკენ სავალი
ნიავ-ქარი ტოტებს არხევს და საამო სურნელს აფრქვევს
ვით გაშლილი ნაზი იასამანი

რომ მიმღერის ქართულ ლექსებს
და ლექსივით მიალერსებს, შენი ხმაა თუ ფოთლების ხმა არის

გაზაფხულის შუქს მივყვებით მადლიანს
ირგვლივ თითქოს კელაპტრები ანთია
რა თბილია სხივი ნათელი მზის
რა წმინდაა ცქერა ლურჯთვალა ცის

სიხარულით გული ძგერას უმატებს
როგორ გაძლებს ისე რომ არ უყვარდეს
და სიყვარულს არ უმღეროს დიდება
სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება

გაზაფხულის შუქს მივყვებით მადლიანს
ირგვლივ თითქოს კელაპტრები ანთია
რა თბილია სხივი ნათელი მზის
რა წმინდაა ცქერა ლურჯთვალა ცის

სიხარულით გული ძგერას უმატებს
როგორ გაძლებს ისე რომ არ უყვარდეს
და სიყვარულს არ უმღეროს დიდება
სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება

სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება ...
Текст добавлен: MyToka