Грузинские (несортированное) Ras merchi Ras минус

00:00 / 04:10
Loading
Скачать
0
2816
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 7,6 Мб 256 кбит/с
Загружено: mekoko60 @ 13.03.15
Текст песни «Ras merchi Ras»
  
ვეღარ გეძახი სუნთქვა არ მყოფნის,თვალებით ვყვირი
შენ ბედისწერამ უფრო ძალუმად გაგინაპირა
ვერ მოაცილებ, მზერას ფანჯარას წავალო იტყვი
და მე კი მჯერა, რო ამ სარკმელში წვიმა ატირდა

მიირწევიან კვლავ მარტოსული ლურჯი სიზმრები
და სადღაც შენი სიცილის ხმა თუ გამომაღვიძებს
თვალებს დავხუჭავ და ზმანებებში ჩავიძირები
შენთან მამყოფე ნუ გამაღვიძებ მაშინვე

რას მერჩი რას, რად მიმზერ ასე
რას მეტყვი რას, ჩამოწვა ზეცა დარდის
რად შემხვდი ამ უიღბლო გზაზე
სიყვარული, ამ გზით არ დადის

მერე კი ისევ დატრიალდება, ზანტად სამყარო
მენდე ამ ქვეყნად, მეორდებიან ტრფობის წამები
კიდევ შევხვდებით რომ ყვავილებად, გადმოგაყარო
ჩემი სიცოცხლე უშენობისგან განაწამები

დღეს კი მდუმარედ მიირწევიან, ლურჯი სიზმრები
და სადღაც შენი სიცილის ხმა თუ გამომაღვიძებს
თვალებს დავხუჭავ და ზმანებებში ჩავიძირები
შენთან მამყოფე, ნუ გამაღვიძებ მაშინვე
Текст добавлен: mekoko60