მუსიკა და ტექსტი ნ. გელაშვილის
ეს ცხოვრება, ლამაზ-ლამაზ სიმღერებით გავატარე,
თბილისურად ვიცხოვრე და გულით გავიხარე.
მის---- (2-ჯერ):
ერთი კაცი მიყვარდა და გულით დავატარე
ვერა ვერა ვერ გამიგო წარსულს მივაბარე.
ეს ცხოვრება, ლამაზ-ლამაზ სიყვარულში გავატარე
ბევრი ვიცინე და ცრემლიც ბევრი ვღვარე.
მის:----------
მერე ყვლაფერი წარსულს მივაბარე
ვისაც მე ვუყვარდი, მეც ის შევიყვარე
ისევ გავშალე გულის აფრები
კვლავ უსაშველოდ ღიღინი მინდა
ძველი თბილისის მუხამბაზები
შემომაშველეთ ცისფერი გზიდან.
ლალე, ლალებიო, გენაცვალებიო,
შენ ერთს შემოგევლოს ჩემი ჰანგებიო, ჰანგებიო.
მის