შენ და ზღვას და მზეს
ჯადოსნური ფუნჯით ვხატავ თეთრ ტილოზე
შენ და მზე და ეს პალმები
მიღიმი და სიყვარულით მესალმები
ფერს ზღვის ფერს ცის ფერს
შენს თვალებში დაუდია მკვიდრად ბინა
ცრემლს ამ ცრემლს სიხარულის ცრემლს
ხედავ ზეცის ვარსკვლავივით როგორ ბრწყვინავს
მზეო მოანათე სხივები პატარა სახლს
არ მოაკლო ფერები ოცნების გზას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას
დღეს თუ ხვალ ან ზეგ
ყველაფერი მოგვარდება კარგო შემდეგ
ვგრძნობ და მწამს რომ ეს ნახატი
გააცოცხლებს ჩვენი სახლის სადაკედელს
მზეო მოანათე სხივები პატარა სახლს
არ მოაკლო ფერები ოცნების გზას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას
მოანათე სხივები პატარა სახლს
არ მოაკლო ფერები ოცნების გზას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას
მე კი მოვეფერები საყვარელ ქალს
ერთად ჩავეხუტებით მზესა და ზღვას