მეგონა რომ გავისტუმრე შარშანდელი ზამთარი, ისევ მოვიდა.
შენზე ფიქრებს გავექეცი დაგივიწყე მეგონა, არ გამოვიდა.
შენთან შეხვედრა ისევ მომინდა, ისევ მომინდა.
ჩამოთოვა, შენს თავს მიმალავს თეთრი ნამქერი.
ჩამოთოვა, მე შენს ნაკვალებს ჩუმად დავყვები.
ჩამოთოვა, ერთს გაკოცებ და ისევ გავქრები.
შენ მოგიძღვენი ყველა ფანტელი, ყველა-ფანტელი.
ვიცოდი რომ მოძებნიდი ამ გაყინულ ნაკვალებს, გელოდებოდი.
შენზე ფიქრი და ეჭვები გულში ისევ მაწვალებს, მენატრებოდი.
ვიცოდი ზამთარს გამოჰყვებოდი, ვიცოდი ზამთარს გამოჰყვებოდი.
ჩამოთოვა, დაგაგვიანდა ვერ გეფერები.
ჩამოთოვა, ვეღარ ვიცანი ცივი ხელები.
ჩამოთოვა, დაკოცნილია თუ ნაფერები.
გადაფიფქული ეგ საფეთქლები, ეგ საფეთქლები.
სოლო )))))))))))))))))((((((((((((((((
ჩამოთოვა, დაგაგვიანდა ვერ გეფერები.
ჩამოთოვა, ვეღარ ვიცანი ცივი ხელები.
ჩამოთოვა, დაკოცნილია თუ ნაფერები.
გადაფიფქული ეგ საფეთქლები,
ჩამოთოვა, შენს თავს მიმალავს თეთრი ნამქერი.
ჩამოთოვა, მე შენს ნაკვალებს ჩუმად დავყვები.
ჩამოთოვა, ერთს გაკოცებ და ისევ გავქრები.
შენ მოგიძღვენი ყველა ფანტელი, ყველა-ფანტელი.