Forte Alionze gamigima Tbilisma минус

00:00 / 02:49
Loading
Скачать
0
8792
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 5,1 Мб 256 кбит/с
Загружено: mekoko60 @ 04.03.15
  
ალიონზე გამიღიმა თბილისმა,

სიყვარულის მზე გამათბობს ნათელი.

ერთგულებას დავატარებ თილისმად,

შენს სიყვარულს მე დავუნთე სანთელი.


არ მაძინებს შენი დარდი ნაღველი,

სიზმრად შენი სახე ამონათდება.

ქვეყნად არის სალოცავი რამდენი,

მე კი მხოლოდ ერთი მყავხარ ხატებად.


ოცნება მაქვს ყველასაგან მალული,

ფიქრმა შენი სადღეგრძელო დალია,

მინდა ვიყო მომღერალი ბულბული,

შენი გული იყოს ჩემი გალია.


შენ სიყვარულს თუ როდესმე ეღირსა,

ვიცი გული არასდროს დაბერდება.

მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა,

თუკი შენთან ყოფნა დამებედება.
Текст добавлен: ვასკა ვასკა