გოგონა
1. გოგონა შენმა თვალებმა,
გულს დარდი შამომფინაო,
ნეტავ მაგ წამწამზე
ცრემლად ჩამომადინაო.
მისამღერი:
კარგი ხარ გოგოვ კარგი ხარ
დაფრინავ როგორც ნიბლია,
რად შემხვდი ჩიტუნა
რად შემხვდი ვერ გამიგია
2. გახედე ცისფერ საფირონს
ციმციმებს არემარეო
ალბათ შენ მთვარე ხარ
მაშ რატომ შეიცვალეო?
მისამღერი:
შენა ხარ ჩემი ოცნება
ბაღში დაკეცე ფრთებიო,
შენ გათენება ხარ
მაშ ნუღარ დაღამდებიო
3. ვარდი გიღიმის ბაგეზე
თვალებს გიფენენ იები,
გოგონა შენს ჯოცნას
ქარსაც არ ვაპატიებდი.
მისამღერი:
კარგი ხარ, გოგოვ კარგი ხარ
დაფრინავ როგორც ნიბლია
რად შემხვდი ჩიტუნა
რად ვერ გამიგია