იქნება ტკივილმა დამიგო მახე, მოგონებებმა მარტო დამტოვა
იქნებ უცნაური სიზმარი ვნახე, იქნებ განახლდა ფიქრებში თოვა
იქნებ ბედისწერა ღამეებს ათევს, იქნება ვიღაცამ ალერსი მთხოვა
ნუ ფიქრობ ია თავს ქარისგან აქნევს, და მინდვრის სურნელიც ქარისგან მოვა.
----------------------------მისამღერი---2ჯ-----------------------------------------
ერთხელ დამენახე იებით ხელში, ერთხელ დამაბრუნე ბავშვობის წლებში
შუბლი გაიხსენი ღიმილით მიხმე, პატარა სევდის ყვავილი იხსენ.
----------------------------2-------------------------------------------------------
შენი მოლოდინის ტკივილი მიხმობს, წარსული წუთები ფიქრებად მოვა
ისევ დაბრუნდი სიზმრებში თითქოს, ისევ განახლდა ნისლებში თოვა,
----------------------------მისამღერი---2ჯ-----------------------------------------
ერთხელ დამენახე იებით ხელში, ერთხელ დამაბრუნე ბავშვობის წლებში
შუბლი გაიხსენი ღიმილით მიხმე, პატარა სევდის ყვავილი იხსენ.
იქნებ უცნაური სიზმარი ვნახე...