ბიჭოვ ბიჭოვ
1. გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე
ჯერ არ დამიმთავრებია,
მე ხომ გულით ვიხედები
გული ჩემი თვალებია.
მისამღერი:
..ბიჭოვ ბიჭოვ, მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.
2. ზამთარია, მათოვს მაწვიმს
შენ კი გაგიდარებია,
ღრუბელი რომ გულზე მაწევს
ეგ ხომ შენი თვალებია.
მისამღერი:
..ბიჭოვ ბიჭოვ, მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.