ქარმა მოიტაცა ფოთლები და სულ დაფარა გზა
და თან მოიტანა თითქოს რაღაც იდუმალი ხმა
ჩემი მონატრება შემოდგომის სევდას როგორ ჰგავს
ცრემლი მოადგება და ბავშვივით ატირდება ცა
დაღამებულა გული დარდს ვერ გადაურჩა დაღამებულა
ვერ ვიპოვე შენი ქუჩა გზა აბნეული ისევ მარტო დავდივარ,
ახლაც არ ვიცი რატომ ისევ ჯიუტად გნატრობ
და შენს სიყვარულს კარგო მე ვერასდროს ვერ დავთმობ
ღამე სიჩუმეში რამდენ საიდუმლოს ინახავს
შენზე მოუყვები ჩუმად ვეტყვი როგორ მიყვარხარ
თურმე რა ძნელია ფიქრი როცა არ განებებს თავს
იმას რაც ჩემია ვერასოდეს ვერ გავატან სხვას