ზოგჯერ მინდა რომ ერთად ვუსმენდეთ
ამ სულის მელოდიას
ზოგჯერ ფიქრებიც თვითონ ჩნდებიან
და წერენ ისტორიას
თურმე ერთმანეთს როგორ ვჭირდებით
მიხვდები ადრე თუ გვიან
დღეს ჩვენს გულებში ჩაძირულ კანონს
სიყვარულს ეძახიან
წერილს გავატან ქარს
სამყაროს მოიცავს
თვითონ დახატავს გზას
და შენთან მოიტანს
ღამის შუქზე რომ ჩანს
ფურცელს ჰგავს შორიდან
თუ გადაავლებ თვალს
ჩემამდე მოგიყვანს
გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს
თუნდაც ერთი წამი მრჩებოდეს
მაინც არ დავუშვებ იცოდე რომ
გულში სიყვარული ქრებოდეს
სასწაულისაც რომ მჯეროდეს
თოვლი მზის გარეშე დნებოდეს
მაინც ვერ გავუძლებ იცოდე რომ
კვლავ შორიდან მენატრებოდე
წერილს გავატან ქარს
სამყაროს მოიცავს
თვითონ დახატავს გზას
და შენთან მოიტანს
ღამის შუქზე რომ ჩანს
ფურცელს ჰგავს შორიდან
თუ გადაავლებ თვალს
ჩემამდე მოგიყვანს
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
წერილს გავატან ქარს
სამყაროს მოიცავს
თვითონ დახატავს გზას
და შენთან მოიტანს
ღამის შუქზე რომ ჩანს
ფურცელს ჰგავს შორიდან
თუ გადაავლებ თვალს
ჩემამდე მოგიყვანს