ჯიხვი ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასის პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-ფეხება მტრედებო?!
ლხინში ავხირდები,
ჩრდილში დაგიდგები
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს, სანატრელო;
ჭირში - დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები
ჩემო საქართველო!